CX Hub-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად CX Meet Up სესიებმა აიღო სტარტი


პირველ სესიის ფარგლებში The CX Academy-ის დამფუძნებელმა Michael Killeen-მა ჩაატარა მასტერკლასი თემაზე CX Excellence Framework, სადაც ისაუბრა იმ ემოციურ ფაქტორებზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე. შეხვედრა ინტერაქციული იყო და მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალოდ Michael Killeen-ისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

CX Hub აგრძელებს მომდევნო CX Meet Up სესიების დაგეგმვას და ამ კუთხით ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას, მათთვის საინტერესო თემატიკისა, თუ გამოწვევების გარშემო დისკუსიის კუთხით.

გარდა ამისა, CX Hub აქტიურად მუშაობს Customer Experience (CX) Business Summit 2024-ზე, რომლის შესახებაც ეტაპობრივად გაგიზიარებთ დეტალებს. პარტნიორობით დაინტერესებულ კომპანიებს კი შეგიძლიათ, დაგვეკონტაქტოთ მეილზე info@cxhub.ge. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს CX Hub-ის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოში პირველი CX Business Summit-ი, რომლის Keynote Speaker იყო კანადელი ექსპერტი და CX გურუ – Shaun Belding. სამიტს დაესწრო 250 ადამიანი, 70-მდე ქართული კომპანიიდან.

ალტას მომსახურების ხარისხის განვითარების მენეჯერი – Soso Rtveliashvili გვიზიარებს მის უკუკავშირს CX Meet Up სესიებზე: