კომპანიასთან თანამშრომლობის სასიცოცხლო ციკლის უმეტესი ნაწილი შედგება  სამუშაო პროცესებში ჩართულობისა და კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობებისგან. ამ პროცესების სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ოპერატიულად და ხარისხიანად ხდება თანამშრომლების მხარდაჭერა როგორც კოლეგებისგან, ასევე სისტემების მხრიდან. ეს თავის მხრივ ითარგმნება მომხმარებლისთვის მარტივი და სწრაფი მომსახურების მიწოდებაში. CX Hub კომპანიებს ეხმარება შიდა სერვისების რეგულარული მონიტორინგის სისტემების შექმნაში და იმის გაზომვაში, თუ რამდენად კარგ გამოცდილებას უქმნიან კომპანიის თანამშრომლები ერთმანეთს.