თანამშრომლის ჩართულობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომპანიაში კადრების ეფექტურ მუშაობას და ღირებული თანამშრომლების შენარჩუნებას. ჩართულობის გასაზომად საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებით განსაზღვრულია კონკრეტული პარამეტრები და მეთოდოლოგია. აღნიშნულ პრაქტიკებზე დაყრდნობით CX Hub ბიზნესებისთვის ახდენს თანამშრომლების ჩართულობის შეფასებას და მის კორელაციურ ანალიზს eNPS-სთან. აღნიშნული ეხმარება კომპანიებს გამოკვეთონ ჩართულობის და თანამშრომლის გამოცდილების გაუმჯობესების არეალები.