CX Hub-სა და BTU-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-სა და CX Hub-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში CX Hub-ის გუნდის ექპერტების მიერ შემუშავდა კონცეფცია და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა პირველი AI CX წიგნი – “Customer Experience (CX) Management and Strategy As a Key Business Differentiator”.
BTU-ს და CX Hub-ის მემორანდუმის ფარგლებში ასევე იგეგმება არაერთი პროექტი და აქტივობა, რომელიც გაზრდის კომპეტენციას Customer Experience-ის დისციპლინის მიმართულებით და მომხმარებლის თუ თანამშრომლის გამოცდილების მართვის პრინციპებსა და პრაქტიკულ ელემენტებს ბიზნეს სექტორისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
წიგნის წარდგენა პანელური დისკუსიის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც CX Hub-ის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო m²-ის კონტაქტ ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა – თამთა გობრონიძემ.
დეტალებისთვის და CX Hub-ის გუნდთან კონსულტაციის ჩასანიშნად, მოგვწერეთ: info@cxhub.ge