The CX Academy და CX Hub დაპარტნიორდნენ



მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ The CX Academy და CX Hub დაპარტნიორდნენ.

The CX Academy არის მომხმარებლის გამოცდილების (CX) მიმართულებით წამყვანი საგანმანათლებლო პროვაიდერი, რომელიც დაფუძნებულია ირლანდიაში და მოღვაწეობს 80+ ქვეყანაში. The CX Academy დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებულ ონლაინ კურსებსა და სასერტიფიკატო პროგრამებს CX-ის მიმართულებით. მათ შორის CX Professional Diploma-ს, რომელიც აკრედიტირებულია Glasgow Caledonian University-ის მიერ.

ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში The CX Academy-იამ მონაწილეობა მიიღო CX Hub მიერ ორგანიზებულ პირველ CX Meet Up სესიაზე საქართველოში. ქართველ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა დასწრებოდა The CX Academy-ის დამფუძნებლის – Michael Killeen-ის მიერ ჩატარებულ მასტერკლასს თემაზე – CX Excellence Framework.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მომხმარებლის გამოცდილების (CX) მართვის სფეროში პროფესიული განათლების და სერტიფიცირების კუთხით, შეგიძლიათ მოგვმართოთ info@cxhub.ge-ზე და მიიღოთ სპეციალური შეთავაზება ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან.