მომხმარებლის გამოცდილების გასაზომად მსოფლიოში წარმატებული კომპანიები არაერთ საერთაშორისო მეტრიკას იყენებენ, როგორიცაა NPS, Customer Effort Score, CSAT და ასევე ოპერაციული გამართულობის (operational excellence) სხვადასხვა ინდექსებს. ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისთვის, აუცილებელია, რომ კომპანიებს ფინანსური და კომერციული ინდიკატორების მნიშვნელოვნების დონეზე ჰქონდეთ აყვანილი მომხმარებლის გამოცდილების (CX) მეტრიკები და ამის გადათარგმნა ხდებოდეს კონკრეტული პასუხისმგებელი ერთეულების KPI-ებში.

CX Hub კომპანიებს სთავაზობს CX ინდიკატორების იდენტიფიცირებას, დათვლის მეთოდოლოგიის და სიხშირის განსაზღვრას, მიზნების დასმას (baselines & target zones) და გამჭვირვალობისთვის კომპანიის მასშტაბით CX-ის დეშბორდების დიზაინს.