კომპანიის CX-ის სიჯანსაღის რეგულარულ რეჟიმში მონიტორინგის მიზნით მნიშვნელოვანია კომპანიებს მუდმივად ეჭიროთ ხელი როგორც გარე მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების პულსზე, იკვლევდნენ მათ აღქმებს და ცნობიერ თუ ქვეცნობიერ საჭიროებებს და კმაყოფილებას იმ პროდუქტებით თუ პროცესებით, რომლითაც სარგებლობენ. ამ კუთხით CX Hub კვლევების ფართო სპექტრს სთავაზობს კომპანიებს:

  • მომხმარებლის გამოცდილების კვლევები
  • მომხმარებლის საჭიროებების შეფასების კვლევები
  • სამომხმარებლო პრეფერენციების განსაზღვრის კვლევები
  • სამომხმარებლო გამოცდილების GAP ანალიზი კონკურენტთან
  • თანამშრომლის გამოცდილების და ჩართულობის კვლევები
  • თანამშრომლის საჭიროებების შეფასების კვლევები