იმ შემთხვევაში თუ თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების გამოცდილების მართვაში CX სპეციალისტის ჩართულობა და გარე ობიექტური ექსპერტიზა, CX Hub გთავაზობთ CX ქოუჩის მომსახურებას Customer Experience-ის მართვის სხვადასხვა მიმართულებებით:
- კომპანიის CX დიაგნოსტიკა
- მომხმარებლებთან შემხებლობის არხების მონიტორინგის სისტემების აწყობა და ადმინისტრირება
- მომხმარებლის/თანამშრომლის კმაყოფილების (VoC/VoE) გაზომვა
- კვლევების ადმინისტრირება
- CX ბორდის შეხვედრების ფორმატის დიზაინი და ადმინისტრირება
- კომპანიაზე მიმაგრებული CX ქოუჩი
კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია CX ქოუჩ აუთსორს სერვისებიდან როგორც ერთი, ასევე კომბინირებულად რამდენიმე მომსახურებით სარგებლობა.
ზემოთ მოცემული სერვისები საშუალებას მისცემს კომპანიებს რეგულარულ რეჟიმში მიიღონ CX Hub-ის, როგორც გარე ექსპერტის დამოუკიდებელი შეფასებები, რაც გამოიყენება როგორც CX გაუმჯობესების პროექტების დასაგეგმად, ასევე კომპანიის ბორდის წევრებთან ან სხვა გარე დაინტერესებულ მხარესთან ბიზნესის მომხმარებელზე ზრუნვის სტატუსის წარმოსაჩენად.