მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა თანამშრომლებზე ზრუნვით იწყება. შესაბამისად, თანამშრომლების გამოცდილების (Employee Experience – EX) გასაზომად მსოფლიოში წარმატებული კომპანიები არაერთ საერთაშორისო მეტრიკას იყენებენ, როგორიცაა eNPS, Employee Effort Score, Voice of Employee (VoE), Engagement Score და ასევე შიდა სისტემებით და სერვისებით სარგებლობის ოპერაციული გამართულობის (operational excellence) სხვადასხვა ინდექსებს. ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისთვის, აუცილებელია, რომ კომპანიებს ფინანსური და კომერციული ინდიკატორების მნიშვნელოვნების დონეზე ჰქონდეთ აყვანილი თანამშრომლების გამოცდილების (EX) მეტრიკები და ამის გადათარგმნა ხდებოდეს კონკრეტული პასუხისმგებელი ერთეულების KPI-ებში.
CX Hub კომპანიებს სთავაზობს EX ინდიკატორების იდენტიფიცირებას, დათვლის მეთოდოლოგიის და სიხშირის განსაზღვრას, მიზნების დასმას (baselines & target zones) და გამჭვირვალობისთვის კომპანიის მასშტაბით EX-ის დეშბორდების დიზაინს.