კომპანიასთან მომხმარებლის მოგზაურობა არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის შესყიდვის პროცესით. მომხმარებლის გამოცდილება იწყება ბევრად უფრო ადრე – საჭიროების გააზრებისთანავე და გრძელდება შესყიდვის შემდგომაც. შესაბამისად, customer centric ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია ცხადად წარმოიდგინონ მომხმარებლის მოგზაურობის რუკები, კონკრეტული პერსონებისადმი (Customer persona) ემპათიურობის გათვალისწინებით. CX Hub ეხმარება ბიზნესებს მომხმარებლის მოგზაურობის რუკების შედგენასა და გამოცდილების გაუმჯობესების რედიზაინში.