🚀 International Customer Experience Awards (ICXA) 2025-ის ფინალისტებს შორის საქართველოდან სამი წამყვანი კომპანიაა წარდგენილი

International Customer Experience Awards (ICXA) 2025-ის ფინალისტებს შორის საქართველოდან სამი წამყვანი კომპანიაა წარდგენილი – TEGETA MOTORS, NGT Group და TBC!

ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიულ მართვაში, ინოვაციებსა და სერვისის ხარისხში ლიდერობენ. CX Hub-სთვის, როგორც ICXA-ის ექსკლუზიური წარმომადგენლისთვის და სრულიად საქართველოსთვის სამივე კომპანიის ფინალისტობა უდიდესი აღიარებაა საერთაშორისო ფორმატში.

📌  TEGETA MOTORS საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ქვეყანაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს და ფინალისტია კატეგორიაში – Best Customer Service.

📌  NGT Group არის საქართველოს წამყვანი IT სერვის პროვაიდერი. კომპანია ქმნის მომხმარებელთა ნაკადის მართვის სისტემებს, ონლაინ ჯავშნის პლატფორმებს, სერვისების აუდიო მონიტორინგის სისტემებსა და მრავალ სხვა გადაწყვეტილებას, რომლებიც სერვისს ხდის უფრო სწრაფს, მარტივს და უსაფრთხოს. NGT Group ნომინირებულია International Customer Experience Awards (ICXA) 2025-ის ფინალისტთა შორის მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად Best Use of Technology კატეგორიაში.

📌   TBC წლების განმავლობაში ქმნის ინოვაციურ საბანკო გამოცდილებას როგორც ფიზიკური, ისე ციფრული არხების საშუალებით. მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებით, ციფრული ტრანსფორმაციითა და თანამედროვე გადაწყვეტილებებით თიბისი მუდმივად ცდილობს, მომსახურება გახდეს უფრო მარტივი, სწრაფი და ადამიანზე მორგებული. TBC გახდა ICXA 2025-ის ფინალისტი მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ნომინაციაში Best Use of Customer Insight and Feedback.

🌍  აღსანიშნავია, რომ CX Hub გახდა ICXA-ს ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთში, რითაც საშუალებას აძლევს როგორც ქართულ, ასევე რეგიონში არსებულ ბიზნესებს, რომ დაგეგმონ მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრატეგია და ტექნოლოგიურ-კულტურული ტრანსფორმაცია და მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულმა – Customer Centric ბრენდებმა.

შეგახსენებთ, რომ CX Hub წარმოადგენს მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სააგენტოს, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX ტრანსფორმაციასა და საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში.

მეტი ინფორმაცია CX Business Summit-ზე სატელევიზიო და ბეჭდურ ბიზნეს მედიაში:

📌  #BMG #ბრენდისხმა About CX Hub Services and Partnership with ICXA
=====================
🚀 გინდა გაიგო როგორ აქციო მომხმარებლის გამოცდილების სისტემური მართვა შენი ბიზნესის სტრატეგიულ უპირატესობად?
📩  CX ტრანსფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: info@cxhub.ge