წლის მთავარი CX ივენთი |  თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო სპიკერებთან ერთად კვლავ საქართველოშია

მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და TBC – თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summit – 2025 წლის მთავარი ღონისძიება CX-ის მიმართულებით.

🙌 სამიტის მონაწილეებს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო CX ექსპერტებმა ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან, მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომები და პრაქტიკები გაუზიარეს.

🎯 წელს უკვე მეორედ CX Business Summit Georgia-ს სტატისტიკა ციფრებით კიდევ ერთხელ ახდენს ვალიდაციას, რომ @CX Hub • Customer Experience Management Agency მომხმარებელზე ფოკუსის გადააზრებით და მხარდაჭერით განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის ქართული ბიზნესისთვის:

📌 350 სტუმარი

📌 80-მდე ქართული ბიზნესი

📌 10-მდე ინდუსტრია – წარმოდგენილი CX Business Summit-ზე ფინანსური, სადაზღვევო, ტელეკომუნიკაციების, IT, საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამედიცინო, ელ.კომერცია, საცალო ვაჭრობის, სამშენებლო და სხვა სექტორებიდან.

✨ CX Hub-ის პარტნიორები და სამიტის დელეგატები ინტერაქტიულ ფორმატᲨი Ჩაერთნენ და საერთაშორისო სპიკერებთან მათთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში გათამაშდა არაერთი საინტერესო და თემატური პრიზი.

CX Business Summit-ს წელს რამდენიმე ახალი ფორმატი დაემატა:

🟣 CX leadership Workshop, რომელიც CX Hub-ის მოწვევით საერთაშორისო CX Professional-მა Ian Golding-მა ჩაატარა. CX Summit-ის ფარგლებში ბიზნესის დამფუძნებლებს, აღმასრულებელ დირექტორებს, Leadership პოზიციებზე მყოფ პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ Ian Golding-ის დახურულ ვორქშოპს – Customer Experience Professional Association-ის თანადამფუძნებლისა და პირველი მმართველი საბჭოს წევრის პრაქტიკულ სესიას „Customer Experience Leadership – Self Assessment”. Ian Golding (CCXP) გახლავთ CX Hub • Customer Experience Management Agency-ის პარტნიორი საერთაშორისო ექსპერტი. იგი აქტიურად მუშაობს თანამშრომლის და მომხმარებლის გამოცდილების მართვის Framework- ებზე და ჩართულობის ტექნიკებისა და ინსტრუმენტების შემუშავებაზე.

🟣 CX Award Georgia, რომელიც საქართველოში პირველად წარადგინა CX Hub-მა. CX Award Nominees გახდნენ კომპანიები: Fina2, Orson, Orson, Radars, Waitercall, Carrefour Georgia, Helio AI

🟣 CX Expo – საგამოფენო და networking სივრცე, სადაც ქართულმა ბიზნესებმა მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის კონტექსტში წარმოადგინეს საკუთარი პროდუქტები და სერვისები

გენერალური პარტნიორი: თიბისი 🩵

პარტნიორები: NGT Group, CommuniQ, University of Georgia, The European Fund for Southeast Europe (EFSE), IxDF – Interaction Design Foundation, The CX Academy, Blue Ocean, ProdAct Community, BM.GE, Women’s Narrative, Entrepreneur Georgia, იმედი L • Imedi L, Balance • ბალანსი CX Leadership Workshop

🚀✨ CX Hub • Customer Experience Management Agency საერთაშორისო პატრნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს საქართველოში Customer / Empoyee Experience-ის მართვის გლობალური და სერტიფიცირებული საერთაშორისო პრაქტიკების, CX Framework-ების დანერგვასა და კომპანიაში CX ტრანსფორმაციაზე (სტრუქტურული, სისტემური, კულტურული კომპონენტებით).

მეტი ინფორმაცია CX Business Summit-ზე სატელევიზიო და ბეჭდურ ბიზნეს მედიაში:

📌  #CXBusinessSummitGeorgia International Speakers 
📌  #BMG #ქალებისნარატივი Live about CX Business Summit
📌  #BMG #ქალებისნარატივი CX Business Summit in Numbers
📩 For CX Business Summit Partnership, contact us: info@cxhub.ge