თანამშრომლების გამოცდილების (EX) დიაგნოსტიკა
ჰოსპისი • ფერისცვალება თანამშრომლობის ფარგლებში, CX Hub-ის გუნდის მიერ მოხდა ჰოსპისის თანამშრომლების გამოცდილების (EX) დიაგნოსტიკა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კომპანიაში არსებული გარემოსა და თანამშრომლების ჩართულობისა და კმაყოფილების სიღრმისეული კვლევა, რათა გამოგვევლინა გასაუმჯობესებელი მიმართულებები და შეგვემუშავებინა თანამშრომელთა გამოცდილების (EX) მართვის სტრატეგია.
რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლისთვის შექმნილი გამოცდილება და რა განსაკუთრებული სპეციფიკა ახასიათებს ამ მხრივ ჯანდაცვის სფეროს:
თანამშრომელთა გამოცდილება (EX) გულისხმობს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც პერსონალი გრძნობს, რომ აფასებენ, მხარს უჭერენ და აძლევენ საშუალებას საუკეთესოდ შეასრულონ სამუშაო.
ჯანდაცვაში პოზიტიური EX პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტების მოვლის ხარისხსა და შედეგებზე. EX დიაგნოსტიკა კი გვეხმარება გამოვავლინოთ კონკრეტული არეალები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს – თანამშრომლებთან კომუნიკაციიდან დაწყებული, სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსით დამთავრებული.
სამედიცინო პროფესიონალებისთვის, რომლებიც მაღალი სტრესის პირობებში მუშაობენ, EX-ზე ფოკუსირება ამცირებს გადაწვას და აუმჯობესებს სამუშაოთი კმაყოფილებას.
პრობლემური საკითხების მოგვარებით, ჯანდაცვის ორგანიზაციებს შეუძლიათ, გააუმჯობესონ კადრების შენარჩუნების მაჩვენებელი, მოიზიდონ საუკეთესო ტალანტები და საბოლოოდ უზრუნველყონ პაციენტების უკეთესი გამოცდილების შექმნა.
CX Hub-ის გუნდი ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს იმ ადამიანების სამუშაო ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებიც თავს უძღვნიან სხვებზე ზრუნვას.
თანამშრომლის გამოცდილების (EX) მართვის დიაგნოსტირებისთვის, მოგვწერეთ: info@cxhub.ge